მსოფლიოში

უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოსგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს

უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს.

ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშუკის თქმით, რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან უზარმაზარი საბრძოლო მასალის საცავი აღჭურვა, რომელსაც ისე შეუძლია აფეთქება, როგორც ეს გუშინ, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მოხდა.

ამასთან დაკავშირებით, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოსგან სასწრაფოდ ზომების მიღებას ითხოვს, რათა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია მოხდეს და იქ გაეროს სპეციალური მისია შევიდეს.

„გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გააფრთხილა საბრძოლო მასალის თვითაფეთქების საფრთხის შესახებ, რომლის უზარმაზარი საწყობიც რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ააწყო. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ჩერნობილის ზონიდან“, — აღნიშნა ვერეშჩუკმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული უსაფრთხოების კონტექსტში რუსი სამხედროების უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური ქმედებები ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ასობით მილიონ ევროპელს.

UNIAN-ის ცნობით, უკრაინის ეროვნული ბირთვული ენერგიის მწარმოებელი კომპანიის, Energoatom-ის ხელმძღვანელმა, პიოტრ კოტინმა განაცხადა, რომ ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე, რომლებიც რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული, ვითარება დღითიდღე უარესდება.

Loading…

მსგავსი პოსტები

პროტესტი თეთრ სახლთან გრძელდება

მარსელის პორტში 528 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს

გარდაიცვალა დონალდ რამსფელდი, აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა «ტერორიზმის წინააღმდეგ»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი