უკრაინაში 13 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა

0
112

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოთამაშე ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ 13 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

მათი უმეტესობა იზოლაციაში იმყოფება, რამდენიმე ინფიცირებული კი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. მომხდარის გამო „მეტალურგსა“ და „ზორიას“ შორის თამაში გადაიდო და იქიდან გამომდინარე, რომ დაავადებულ ფეხბურთელებს 14-დღიან კარანტინში მოუწევთ ყოფნა, სავარაუდოდ ზაპოროჟიეს გუნდის კიდევ ორი მატჩის დრო შეიცვლება.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ