ასეთი წინადადებით აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს მიმართეს დემოკრატი სენატორებმა ჟან შაგინმა და დიკ დურბინმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა რობ პორტმანმა და როჯერ ვიკერმა.
კანონმდებლები თვლიან, რომ კოორდინატორი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი უკრაინის თავდაცვის საჭიროებების შეფასებაზე, აშშ-ს სხვადასხვა უწყების ძალისხმევის კოორდინაციაზე, ასევე ევროპასთან კოორდინაციაზე.
აშშ-ის მთავრობას კონგრესმენების მიმართვაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტთან საუბრისას, პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ უკრაინას დახმარება მიეწოდება «უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრი ფიქრობდა, რომ რეალისტური იყო».
Loading…