განცხადებები

უკრაინაში რუსეთთან კოლაბორაციონიზმი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება

უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერმა, ალექსანდრ კორნიენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს კოლაბორაციის შესახებ, რომლის თანახმად რუსეთთან თანამშრომლობა სისხლის სამართლებრივად დაისჯება. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული კანონით აკრძალულია:

ოკუპირებულ ტერიტორიებზე «არალეგალურ ხელისუფლებაში» ხელმძღვანელი თანამდებობების ნებაყოფლობით დაკავება და იქ «არალეგალური არჩევნებისა და რეფერენდუმის» ჩატარება (5-10 წლით თავისუფლების აღკვეთა);
ოკუპანტების მხარდასაჭერად პოლიტიკური ღონისძიებებისა და საინფორმაციო აქტივობების ორგანიზება (10-12 წელი);
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ «არალეგალურ სასამართლო ან სამართალდამცავ ორგანოებში» თანამდებობების ნებაყოფლობით დაკავება (10-15 წელი);
თუ ზემოაღნიშნული ქმედებებს მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგები (15 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა).
კანონპროექტი ასევე იძლევა იმ პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციის უფლებას, რომელთა უფლებამოსილი პირები მსჯავრდებულნი არიან კოლაბორაციის გამო. იმ პირებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან კოლაბორაციონიზმში, ეკრძალებათ საარჩევნო კომისიის წევრობა, დამკვირვებლობა, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენა და ა.შ.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

«ძმა მომიკლეს რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით,» — თამარ მამაგეიშვილი

«გაფრინდაშვილმა მიზანმიმართლად დაარღვია სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო საზღვარი»- ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე

ჯონ მაკკეინის ქალიშვილის ემოციური წერილი მამის გარდაცალების შემდეგ

დატოვე კომენტარი