ომი

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა საქართველოში ჩამოასვენეს.

მათი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. დაღუპული ქართველები აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნის ფონზე გამოასვენეს.

დავით მენაბდიშვილი, მშობლიურ ქალაქში რუსთავში გადაასვენეს. მას ახლობლები და თანამოქალაქეები დროშებით და ყვავილებით რუსთავის შესასვლელშიც დახვდნენ. მოქალაქეების ნაწილმა მის ხსოვნას პატივი მუხლმოდრეკილმა, დუმილით მიაგო.

Loading…

მსგავსი პოსტები

ოლაფ შოლცი – პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებების გამოძიება დაიწყება

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა

დატოვე კომენტარი