ომი

უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი მებრძოლის ცხედარს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და თანამებრძოლები დახვდნენ.
მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. მისი ცხედარი ხარკოვის ოლქიდან კიევში წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. შაბათს კი მას დამპალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ბრიტანეთის დაზვერვა: ისრაელ-ირანის კონფლიქტი სირთულეებს უქმნის რუსეთს, მაგრამ კრემლი მას სარგებლადაც აღიქვამს

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში მობილური კომუნიკაცია გაქრა | ადნიუშენკო

ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ უკრაინის საკითხი არ გადავწყვიტეთ 2014-2015 წლებში, როცა უკრაინას არც ჯარი ჰყავდა და არც მზადყოფნა ჰქონდა-ალექსანდრ ლუკაშენკო

დატოვე კომენტარი