დღეს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევების მეორე ტურში გაირკვევა თუ ვინ იქნება მომდევნო 5 წელიწადი უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინაში საარჩევნო უბნების დახურვამდე 2 საათზე მეტი რჩება.
ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გახდება არჩევნების შედეგი ცნობილი, როგორც ადგილობრივ წინასაარჩევნო გამოკითხვებით ირკვევა, 41 წლის ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვების უდიდესი შანსი აქვს.
«კარგი დილა იყო. მე არ ვიცი როგორი განწყობა გქონდათ თქვენ, მე კი ძალიან კარგი. ბავშვები, შემწვარი კვერცხი, ყავა და კიდევ მეუღლემ განწყობისთვის ემინემი ჩამირთო. ახლა შტაბში წასვლას ვაპირებ, რადგან იქაც ნერვიულობენ. ხმის მიცემის დასრულებას ჩემს გუნდთან ერთად დაველოდები. შედეგების მიუხედავად, საღამოს ყველას გელოდებით ბრიფინგზე. ყველაფერი კარგად იქნება. ამას ერთად გავაკეთებთ,“-განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.