განცხადება/მიმართვა

უკრაინას საზღვრის გასწვრივ საპასუხო ცეცხლის გახსნის უფლება მისცეს-ჯო ბაიდენის სპეციალური თანაშემწის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სპეციალური თანაშემწე, მაიკლ კარპენტერმა “ამერიკის ხმასთან” რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინელებს სრული უფლება აქვთ საპასუხო დარტყმა იმ სამიზნეებზე განახორციელონ, საიდანაც მათი ქალაქები და სოფლები იბომბება.

“პრეზიდენტმა ამ საქმის შესწავლა ეროვნული უშიშროების თავის გუნდს დაავალა და ახალი მითითება ამოქმედდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გათვალისწინებულია ხარკოვის რეგიონზე მიმდინარე თავდასხმა, ის კონტექსტი, რომ უკრაინაზე იერიშების განმახორციელებელი იარაღი, მისი სისტემები სწორედ საზღვრის მეორე მხარესაა განლაგებული. პრეზიდენტმა მისცა უფლება უკრაინას, გამოიყენონ ამერიკული მიწოდებული იარაღი საპასუხო ცეცხლის გასახსნელად“

“ეს არის ამერიკის და პირადად პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ჩვენ ერთგულად ვუჭერთ მხარს უკრაინას და საშუალებას ვაძლევთ უკრაინელებს დაიცვან თავიანთი ქალაქები, სოფლები, დასახლებები, რომლებიც ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რუსეთის სასტიკი აგრესიის სამიზნე იყო“, – განაცხადა  მაიკლ კარპენტერმა

მსგავსი პოსტები

ოპოზიციასთან დიალოგი პარლამენტში გავაგრძელოთ – არჩილ თალაკვაძე

აშშ საელჩო საქართველოში რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

Joni Kvaracxelia

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ახალ განცხადებას ავრცელებენ

დატოვე კომენტარი