განცხადება/მიმართვაომი მსოფლიოში

უკრაინას რომ შეენარჩუნებინა ბირთვული არსენალი, რუსეთის ფედერაცია მას თავს არ დაესხმებოდა — ბილ კლინტონი

ბილ კლინტონი თავს «საშინლად» გრძნობს იმის გამო, რომ უკრაინა 1994 წელს რუსეთისთვის ბირთვული იარაღის გადაცემაზე დაარწმუნა. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ირლანდიურ მედიაკომპანია RTE-ს განუცხადა. უკრაინას რომ შეენარჩუნებინა ბირთვული არსენალი, რუსეთის ფედერაცია მას თავს არ დაესხმებოდა, დარწმუნებულია კლინტონი.
1991 წელს უკრაინამ სსრკ-სგან მემკვიდრეობით მიიღო 176 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა და 2500-ზე მეტი ტაქტიკური რაკეტა, რითაც გახდა მესამე ბირთვული ძალა მსოფლიოში, მხოლოდ შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ. მართალია, როგორც უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა DW-თან ინტერვიუში განაცხადა, სინამდვილეში ეს ბირთვული ძალა იყო ფორმალური, რადგან რაკეტების მართვის ყველა სისტემა რუსეთში იყო.
1994 წელს ხელმოწერილ ბუდაპეშტის მემორანდუმში აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი მიესალმნენ უკრაინის მიერთებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაში და დაპირდნენ, რომ პატივი სცენ მის დამოუკიდებლობას და საზღვრებს.

Loading…

მსგავსი პოსტები

მელია მიხვდა რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გამოიყენა — გურამ მაჭარაშვილი

«ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, ის მშვიდობიანად დათმობს ხელისუფლებას თუ მის სასახლეში ხვალ გაიხსნება ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტი»-ირაკლი ოქრუაშვილი

«მხოლოდ ქრისტიანები არიან ლამაზი… ქრისტე ალამაზებს ადამიანს, ღმერთი ალამაზებს»-დეკანოზი ილია

roma sajaia

დატოვე კომენტარი