უკრაინამ თამაზ და დავით გაიაშვილები, ასევე “ჯორჯიან ეარვეისი” დაასანქცირა

0
61

უკრაინამ ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი”, ასევე მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი და მისი ძმა დავით გაიაშვილი დაასანქცირა. სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება დღეს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდ sanctions.nazk.gov.ua-ზე გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვლადიმირ პუტინის განკარგულების შემდეგ, 20 მაისიდან «ჯორჯიან ეარვეისმა» თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო, ამასთან მითითებულია, რომ გაიაშვილების საკუთრებაში არსებული კომპანიები საქართველოში ჰენდლინგურ მომსახურებას უწევენ რუსულ ავიაკომპანიებს «აზიმუტსა» და «რედ ვინგსს».

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ