covid-19

“უკიდურესად საგანგაშო ფაქტია…”-გახარია კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროც ჯერ ვერ დგინდება, სამი თბილისშია.

“ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც ჯერ ვერ ვადგენთ, სამი გახლავთ თბილისში.

ეს ფაქტობრივად არის ოთხი ახალი კლასტერი, რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს საიდან და როგორ მოხდა დაინფიცირება. უკიდურესად საგანგაშო ფაქტია, რომ წარმომავლობა ცნობილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა და შეგვიძლია გავაგრძელოთ ყოველდღიური საქმიანობა, არ უნდა დაგვავიწყდეს და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია.

მინდა თითოეულ უწყებას და მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისკენ და სიფრთხილისკენ!”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ეპიდვითარება ინდოეთში

ქვეყანაში  სავარაუდოდ, ვირუსის საყოველთაო გავრცელება იწყება-ამირან გამყრელიძის საგანგაშო განცხადება

roma sajaia

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მათ მიერ შექმნილი ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეებს აგროვებენ

დატოვე კომენტარი