როგორც კიევისთვის, ისე მოსკოვისთვის, ევრო 2020-ზე უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორმებზე გამოსახულ ნებისმიერ ელემენტს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთს, არამედ უკრაინის უფლებას დარჩეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, წერს სერგეი რუდენკო.
უეფამ უკრაინისგან მოითხოვა ლოგო: ”დიდება გმირებს!” ამოეღოთ ქვეყნის ეროვნული გუნდის ფორმებიდან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც დატანილი იყო მაისურის უკანა მხარეს. იგი, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის თანახმად, პოლიტიკურია. ამით უეფამ დაუთმო რუსეთის საფეხბურთო კავშირს, რომელიც მოითხოვდა ფრაზების მოხსნას «დიდება უკრაინას!» და «დიდება გმირებს», აგრეთვე ქვეყნის რუკის მონახაზის, რომელშიც შედიოდა მათ შორის რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპელი ჩინოვნიკების გადაწყვეტილება მისაღებია როგორც კიევისთვის ისე მოსკოვისთვისაც. მართლაც, ორივე მხარისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ევრო-2020-ზე უკრაინის ნაკრების მაისურებზე თუნდაც უმცირეს ელემენტს. ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთს — ეს ეხება უკრაინის უფლებას დარჩეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში.
ევრო 2020-ზე უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორმის პრეზენტაციის მომენტიდან, რუსეთს რამდენიმე დღე დასჭირდა ნამდვილი პროპაგანდისტული ვაკხანალიის მოსაწყობად. უკრაინელების სამოსის დიზაინმა ანექსირებული ყირიმის მონახაზითა და ორი ლოზუნგით — სხვათა შორის, თავდაპირველად უეფას მიერ დამტკიცებული — ფაქტიურად ააფეთქეს რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სივრცე. განხილვას შეუერთდნენ სახელმწიფო დუმის დეპუტატები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც კი. აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. ისინი აპროტესტებდნენ, უკრაინელების ასეთ ქმედებას.
«ჩემთვის ძნელია იმის განსჯა, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები რუსებზე. მე მშვენივრად ვიცი, როგორ აღიქმება ეს უკრაინაში. პუტინის თითოეული საჯარო შეტევა უკრაინაზე უფრო მეტად აერთიანებს ჩემი ქვეყნის მოსახლეობას. მისი ყოველი მცდელობა ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ უკრაინა არსებობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თავის მოქალაქეებს აქცევს მათი ქვეყნის სასტიკ დამცველებად. და დარწმუნებული ვარ, რომ უეფას მიერ ამგვარი აკრძალვა პატრიოტიზმის ახალ ტალღას გამოიწვევს უკრაინაში.» — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ.