წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, უბედურ შემთხვევას 52 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაქტორს მეზობლები სამუშაოდ თხილნარში მიჰყავდა, რა დროსაც ბორბალი გაუსკდა და გადაბრუნდა, ერთ-ერთი მგზავრი გადაბრუნებული ტრაქტორის ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი, ამავეს სოფლის მცხოვრებია. მისივე თქმით, ტრაქტორზე სხვა ქალებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შემთხვევის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.
Loading…
