თბილისში, სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ერთი-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძღოლი კი, დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Loading…
