პოლიტიკა

უახლოეს მომავალში ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატა თელ-ავივსა და თბილისში ამოქმედდება

ისრაელის საელჩომ საქართველოში ფეისბუქ გვერდზე განცხადება გააკეთა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო პალატის ამოქმედების შესახებ.

«ისრაელის საელჩო საქართველოში მოხარულია გაცნობოთ, რომ უახლოეს მომავალში ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატა თელ-ავივსა და თბილისში ამოქმედდება. მიმდინარე კვირის დასაწყისში სავაჭრო პალატამ მიიღო ოფიციალური თანხმობა ისრაელის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებიდან და დაასრულა ისრაელის სავაჭრო პალატების ფედერაციის (FICC — Federation of Israeli Chambers of Commerce) მიერ მოთხოვნილი აკრედიტაციის ყველა აუცილებელი პროცედურა. სავაჭრო პალატის დაარსებას მიესალმება ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს პალატის პრეზიდენტი ბ-ნი მენი ბენიში (Mr. Meni Benish) უხელმძღვანელებს, ხოლო საბჭოს შემადგენლობაში ისრაელის ბიზნესის, საინვესტიციო და საბანკო სფეროებისა და პოლიტიკური წრეების 20 გამორჩეული წარმომადგენელი შევა.
სავაჭრო პალატა ორივე ქვეყნის კომპანიებს, ინვესტორებსა და მეწარმეებს შესთავაზებს ყველა იმ პროფესიულ მომსახურებასა და რჩევას, რაც ხელს შეუწყობს მათ ბიზნესს, სავაჭრო და საინვესტიციო საქმიანობას.

ისრაელის საელჩოსთვის საამაყოა ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.» — წერია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

LIVE:საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ახალი გუბერნატორები წარადგინა

დედაქალაქის 2020-ს ბიუჯეტის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

Joni Kvaracxelia

«ლეიბორისტულმა პარტიამ» მცხეთა- მთიანეთის მაჟორიტარად, ბექა ნათელაშვილი წარადგინა

დატოვე კომენტარი