პირველად 1994 წლის შემდეგ, როდესაც ნახატს რესტავრაცია უკანასკნელად ჩაუტარდა, ორი კვირის განმავლობაში მეცნიერების, რესტავრატორების და ხელოვნების ისტორიკოსების ჯგუფმა ნამუშევარი მიკროსკოპებით, ინფრაწითელი სპექტრომეტრებით და რენტგენული აპარატებით ხელახლა შეისწავლა და სიახლეებიც აღმოაჩინეს. მაგალითად, გაირკვა, რომ ჰოლანდიელი მხატვარი საღებავებს გაცხელებულ ზეთზე ამზადებდა. ვერმეერი სპეციალური ტიპის ზეთს იყენებდა, რომელსაც შესაძლოა თავადაც ამზადებდა. საღებავების დამზადებისათვის ზეთი ჯერ 300 გრადუსამდე ცხელდებოდა, რაც მხატვარს საშუალებას აძლევდა საღებავის სისქე ეკონტროლებინა, ის უფრო გლუვი ყოფილიყო და სავარაუდოდ იოლადაც შრებოდა.
previous post