ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება – ისინი უსაფრთხოების ზომების დაცვასა და ხელფასების 20%-ით მომატებას ითხოვენ დღეს, ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება.
შახტში დასაქმებულები, რომლებიც რამდენიმე დღეა მუშაობაზე უარს აცხადებენ, დღეს მერიის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია – უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასების ოცი პროცენტით გაზრდა. მათი თქმით, კომისიამ, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა არა დასკვნა, არამედ შესასრულებელი სამუშაოების ოქმი და ვადები გამოსცა.
Loading…
