გემი PANTELENA ქ. ლომეს პორტში იმყოფება. დამსაქმებელი კომპანია „იალქანის“ მენეჯერი, ანჟელა ოგანესიანის აცხადებს, რომ მეზღვაურებს თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ გემზე მუშაობა განაგრძონ. 24 აგვისტოს, გაბონის ტერიტორიულ წყლებში გემის ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს. მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.