განცხადებები

ტურისტი ხევში გადავარდა-რა მოხდა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე?

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტურისტთა ჯგუფს დახმარება სჭირდებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა. თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ტურისტები დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე»-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«რუსული, უფრო ზუსტად პუტინური გეგმა , ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ…»-თაკო ჩარკვიანი განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა

“ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო იქ სადაც მიაჩნდა სწორად»-მდინარაძე

დატოვე კომენტარი