მსოფლიოში

ტრამპმა და ბაიდენმა დებატების ფორმატიშეცვალეს და მათ კითხვებს ცალ-ცალკე უპასუხეს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მეტოქეს საპრეზიდენტო არჩევნებში, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის დებატები გაუქმდა და მათ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხეს. 15 ოქტომბრის კითხვა-პასუხი ცოცხალ ეთერში პარალელურად გადაიცემოდა. ტრამპმა შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში უპასუხა მაიამიდან, ფლორიდიდან, ხოლო ბაიდენი, რომელმაც პასუხებს 30 წუთით მეტი მოანდომა, ფილადელფიაში იყო, პენსილვანიის შტატში. მეტოქეებს შორის კვლავ გამოვლინდა დიდი განსხვავება სხვადასხვა სფეროში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ამ ეტაპზე ვაქცინას არ გავიკეთებ-დონალდ ტრამპი

«ლოია ჯირგამ» ოთხასი თალიბი გაათავისუფლა

ბესლეთის თამარ მეფის ხიდი გამარჯვებულთა შორის

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი