აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ბოიკოტირების შესაძლებლობას განიხილავს, წერს «Axios» წყაროებზე დაყრდნობით.
ინაუგურაციის დღეს, ის შესაძლოა გაფრინდეს ფლორიდაში და სიტყვით მიმართოს საკუთარ მხარდამჭერებს, სადაც გააჟღერებს მის განზრახვას, მონაწილეობა მიიღოს 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამით, როგორც გაზეთი წერს, მას სურს მოაწყოს «გრანდიოზული ფინალი», რათა ამერიკელების ყურადღება ბაიდენის ინაუგურაციიდან თავისკენ გადმოიტანოს.
თეთრმა სახლმა კი თავის მხრივ უარი განაცხადა ტრამპის გეგმებზე კომენტარის გაკეთებაზე. «ანონიმურ წყაროებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ იციან ტრამპის გეგმების შესახებ, ამ ინფორმაციაზე მათ წარმოდგენა არ აქვთ. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი დაგეგმავს განცხადების გაკეთებას 20 იანვრის შესახებ ის აუცილებლად შეგატყობინებთ ამის შესახებ», — განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯუდ დიერმა.
წყარო: bbc