covid-19

ტრამპი ტესტის პასუხს ორი დღე ელოდებოდა, ჩვენ შეგვიძლია პასუხი 12 საათში გვქონდეს-პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ორი დღე ელოდებოდა, ჩვენ კი საშუალება გვაქვს, პასუხი, პრაქტიკულად, 12 საათის, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში გვქონდეს.

„სამწუხაროდ, უკვე ამ ეტაპზე შეიმჩნევა პანიკური მომართვიანობა ტესტების გასაკეთებლად, მაგრამ მოდით, ყველანი რეალისტები ვიყოთ. დღეს ჩვენ ქვეყანაში ტესტები გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად კეთდება, ვიდრე ძალიან ბევრ ჩვენზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყანაში. არის ძალიან მდიდარი ქვეყნები, სადაც ტესტის პასუხს დღეები ელოდებიან»- განაცხადა პაატა იმნაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების შემოღების უფლება მთავრობას შეიძლება იანვრამდე გაუხანგრძლივდეს

მოქმედების ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდება კანონს, რომელიც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას აძლევს

Joni Kvaracxelia

182 ახალი კოვიდინფიცირებული საქართველოში

დატოვე კომენტარი