განცხადება/მიმართვამსოფლიოში

ტრამპი ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორის სიკვდილით დასჯის აღსრულებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლთაც ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯის განაჩენი გაუქმდა.

„იშვიათია, ვინმე ისე იმსახურებდეს სიკვდილით დასჯას, როგორც ბოსტონის აფეთქებაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევი. სასამართლო დაეთანხმა იმას, რომ ეს 11 სექტემბრის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტული თავდასხმა იყო ქვეყნის შიგნით. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა. უამრავი სიცოცხლე შეეწირა ამ ტერაქტს. ფედერალურმა მთავრობამ სასიკვდილო განაჩენის დაბრუნება უნდა მოითხოვოს. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ უნდა შედგეს“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ჯოხარ ცარნაევი სასამართლომ ბრალდების 30 პუნქტით დამნაშავედ სცნო.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე „პასუხისმგებლიანი დიალოგის“ დაწყებისკენ მოუწოდა

«რუსეთი ათამაშებს ყველა მხარეს, ვისაც მოსვლა უნდა ისინიც ეგეთი სათამაშოები არიან»-მეუფე იაკობი

roma sajaia

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიღებული ოქროს მედალი გაყიდა

დატოვე კომენტარი