სხვადასხვა

ტრამპის მუქარა რუსეთს, შესაძლოა რუსეთთან „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის» შეთანხმება გაუქმდეს

The New York Times-ის  ინფორმაციით აშშ-ის პრეზიდენტმა ნევადაში,   რუსეთი იმაში დაადანაშაულა, რომ ის „მრავალი წლის“ განმავლობაში არღვევდა “ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას“ (INF Treaty)

ტრამპმა შეხვედრაზე ასევე გააკრიტიკა ბარაკ ობამა, რომელსაც მისი თქმით, ხელშეკრულება ადრეც უნდა გაეწყვიტა.

როგორც ცნობილია 21 ოქტომბერს მოსკოვს ეწვევა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი, შესაძლოა ეს საკითხი  საუბრის ერთ-ერთ მთავარ საგნად იქცეს.

აღნიშნული შეთანხმება , „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ (INF Treaty) 1987 წლის 8 დეკემბერს სსრკ-ს პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა და აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მოაწერეს ხელი.

ამ ხელშეკრულებით გაწერილი იყო, რომ ორივე სახელმწიფო  გაანადგურებდა და აღარ აწარმოებდა მომავალში დედამიწაზე ბაზირებულ ახლო (500-დან 1000 კმ-მდე) და საშუალო (1000-დან 5,5 ათას კმ-მდე) მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ და მფრინავ რაკეტებს.

ეს შეთანხმება არის უვადო, როგორც სპეციალისტები ამბობენ ამ ხელშეკრულების გაუქმებას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული პრობლემები, ვინაიდან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შესაძლოა მთელი ევროპა ბირთვული ბირთვული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა

Joni Kvaracxelia

რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მილიარდი რუბლი გადაურიცხა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დატოვე კომენტარი