განცხადება/მიმართვა

«ტრადიციების მატარებელი მოქალაქეები გაცილებით ბევრნი ვართ, ვიდრე ეს რუსის ბნელი ადამიანი»-გიორგი ბარამიძე

«ვასაძემ, სიამაყით აღნიშნა რომ:
ჩვენ ვინც დღეს ფილმის ჩვენებას ვაპროტესტებთო, 20 ივნისს (როცა ხალხი ოკუპაციასა და გავრილოვს აპროტესტებდა) იქ არ ვყოფილვართო და ეს ბიძინამ უნდა (ალბათ მეტად) დაგვიფასოსო.

გამაოგნებელი ლუსტრაციაა იმ ადამიანებისა, ვინც ქართულ ფასეულობებსა და ეკლესიას ამოფარებულები, არცკი მალავენ რომ ოკუპაცია არ აღელვებთ და ასე ერთგულად და ურცხვად უდგანან მხარში ამ პუტინის გეგმის შემსრულებელ რეჟიმს.

ამ ბოლო დროს ქართული საზოგადოება მართლა დიდი შფოთის და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა, მაგრამ მჯერა, რომ მართლა პატრიოტი, მორწმუნეც და ჭეშმარიტი ქართული (ანუ მოწინავე და ცივილიზირებული) ტრადიციების მატარებელი მოქალაქეები გაცილებით ბევრნი ვართ, ვიდრე ეს რუსის რბილი ძალის წარმომადგენელი ბნელი ადამიანი.
ამიტომ საქართველო გაიმარჯვებს!»-წერს სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ორივე კატეგორია ივანიშვილის საქმეს აკეთებს, დიქტატორის, რომლისთვისაც წესები არ არსებობს»-ნიკა გვარამია

«ეს არის გეგმა თვალის გამოჯანმრთელება მივიყვანო ბოლომდე»-მაკო გომური თბილისში დაბრუნდა

თანასწორობის მოძრაობის გამოხმაურება თეა წულუკიანის ჰომოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით

დატოვე კომენტარი