სხვადასხვა

ტრაგედია შუახევში

დღეს, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხვევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი – დაშავდა.

დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

პუტინის ჯაშუში გარდაიცვალა

მიწისძვრა საქართველოში-ყვარელის მერე მიწისძვრა ქალაქ ონთან დაფიქსირდა

“რუსთავი 2” გია ცერცვაძის ოჯახს სახლს უყიდის და 1000 ლარიან სტიპენდიას დაუნიშნავს

დატოვე კომენტარი