ტრაგედია ლანჩხუთში – 9 წლის ბიჭი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა, ინფორმაციას “გურია თუდეის” “ფეისბუქ გვერდი” ავრცელებს:
“გურია თუდეის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ხაჯალიის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე გიორგი ბოლქვაძეა. მას მამა და ბებია ზრდიდნენ. უბედური შემთხვევა კვირას მოხდა – გიორგი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა.
“თავზარდამცემი ამბავი გავიგე ამ საღამოს… სიტყვები… ემოციები… ცრემლებიც კი უძლურია ამ ტრაგედიის გამოსახატად… ტრაგიკულად გარდამეცვალა მე_4 კლასის მოსწავლე გიორგი ბოლქვაძე. გაუფრთხილდით შვილებს… გაუფრთხილდით მოსწავლეებს… გაუფრთხილდეთ ერთმანეთს…” – წერს ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა სოციალურ ქსელში.
“გურია თუდეი” გამოხატავს უდიდეს მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს.”
Loading…
