განცხადება/მიმართვა

“ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს…ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს”-ხაზარაძე სააკაშვილს პასუხობს

საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველზე” გადაცემა რეაქციაში მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

“მე ძალიან გულწრფელად მინდა ვუთხრა, რომ პირველ რიგში, მან ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს. მე მესმის პოლიტიკა, მე მესმის კონკურენცია, მაგრამ სიტყვათა წყობა და შეურაცხყოფა შეცვალოს, პირველი.”

“მეორე – ადამიანს, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ის ჩემთვის დამთავრებული ამბავია. ამას მთელი სერიოზულობით გეუბნებით. მე ამ ქვეყნიდან 15 წლის წინათაც შემეძლო წასვლა და მაგან რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჩემს წინააღმდეგ, მაგ დროსაც შემეძლო ქვეყნიდან წასვლა. არ წავსულვარ, არ პასპორტი გამომიცვლია და არც ბიზნესი გადამიტანია სხვაგან. თუმცა მე, როგორც ბიზნესმენს, შემეძლო ამის გაკეთება.”

“ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს. ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებს, შეინახოს თავისთვის.” – თქვა ხაზარაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

რეგიონებიდან, პირბადის ტარების კულტურის დაცვა ქვემოთ მოდის –ამირან გამყრელიძე

რა დაავადებები გააქრო კორონავირუსმა?-ივანე ჩხაიძის განმარტება

roma sajaia

ენმ არ იქნება პარლამენტში – ნიკა მელია

დატოვე კომენტარი