მსოფლიოში

ტოკიოს ოლიმპიადაზე შეიძლება ბელარუსს დროშა ჩამოართვან

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ გამოიძიებს იმ ბელარუსი სპორტსმენების განცხადებას, რომლებმაც საკუთარი აზრი გამოთქვეს ან პროტესტი გამოხატეს ქვეყნის პრეზიდენტად ალექსანდრ ლუკაშენკოს კიდევ ერთხელ არჩევის შესახებ. ოლიმპიურმა კომიტეტმა გააფრთხილა ბელარუსი, რომ ქვეყანა შეიძლება მკაცრად დაისაჯოს გამოძიების შედეგების მიხედვით.

კერძოდ, ბელარუსს, შესაძლოა, არ მისცენ საკუთარი დროშით გამოსვლის უფლება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. დროშის აკრძალვა შედის იმ სანქციების რიცხვში, რომელიც ხელმისაწვდომია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის, თუ გადაწყდება, რომ ბელარუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელსაც ლუკაშენკო ხელმძღვანელობს, ოლიმპიური ქარტია დაარღვია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა

Joni Kvaracxelia

მიწისძვრას ინდონეზიაში მსხვერპლი მოჰყვა

«საფრანგეთი თურქეთის სამხედრო ინტერვენციას ლიბიაში არ შეეგუება» — ემანუელ მაკრონი

დატოვე კომენტარი