ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია გაერო-ს ბელარუსში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს ონლაინ-კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ესტონეთის ინიციატივით ჩატარებული კონფერენცია ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნებოდა.
„მოვუწოდებთ გაერო-ს, დაუყოვნებლივ გაგზავნოს ბელარუსში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რათა დოკუმენტურად დააფიქსირონ ადგილზე არსებული სიტუაცია. ვითხოვთ ბელარუსის საკითხზე სპეციალური მომხსენებლის თავისუფალ დაშვებას ქვეყანაში. ვითხოვთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
Loading…
