დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე, სადაც ორ აქციას ერთმანეთისგან პოლიციის კორდონები ყოფს.
პარლამენტის წინ აქციას ლევან ვასაძე და მისი მომხრეები ატარებენ, მეორე კი ანტისაოკუპაციო აქციაა, რომელსაც საზოგადოება მე-19 დღეა პარლამენტის წინ ატარებს, მათ პარლამენტის წინ აქციის ჩატარების უფლებას კონტრაქციის ორგანიზატორები არ აძლევენ.
რამოდენიმე წუთის წინ ინციდენტიც მოხდა, სადაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე და მისი ოჯახის წევრი ყვებიან, რომ მას ქამრის ბალთა თავში ჩაარტყეს, ახალგაზრდა სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
Loading…