კრიმინალი

«ტვ მონიტორინგის» გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

არსებული ინფორმაციით «ტვ მონიტორინგის» გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ , როგორც ირკვევა ოპერატორ ბექა პირველსა და ჟურნალისტ შოთა სადაღაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

არსებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ფიზიკურად 3 ადამიანი ძალადობს.

გადამღებ ჯგუფს მძღოლები სიუჟეტის გამო დაუპირისპირდნენ, რომელიც გაუმართავ, სიცოცხლისთვის საშიშ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს ეხებოდა.

არსებული ინფორმაციით ოპერატორს დაზიანებები ხელის, თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული და ის  ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

მსგავსი პოსტები

სოსო გოგაშვილის შვილის ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა

ბრმა ტყვია, რომელმაც თბილისში გასულ ღამეს შუა ხნის ქალი იმსხვერპლა, პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელმა აივნიდან გაისროლა

თავდასხმა ნიკა მელიაზე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი