ტვინის მწვავე პრავასლავიზაცია: საინტერესოა, არსებობს ასეთი დიაგნოზი?

0
172

პარასკევს რუსულ ეკლესიათან შევესწარი ასეთ სცენას:
მოდის ქუჩაში ვიღაც ახმახი კაცი, დაინახა ეკლესია, და დაიწყო პირჯვარის გადაწერა (პრინციპში ამაში გასაკვირი არაფერია, მთავრია, მისი მოძრაობები წარმოიდგინოთ): შუბლი, მკერდი, მარჯვენა მხარი, მარცხენა მხარი (და აქ წავიდაა!!!), ღვიძლი, ელენთა, მარჯვენა თეძო, მარცხენა თეძო, მარჯვენა მუხლი, მარცხენა მუხლი… ამის მერე სამი თითი დაჰკრა ასფალტს, გასწორებისას გაშლილი ხელისგულით შალახოს მოცეკვავის მსგავსი რაღაც მოძრაობა გააკეთა, მე (ამ წარმოდგენით ადგილზე გაშეშებულს) ქედმაღლური მზერა მესროლა (“შენ ასე ვერ შეძლებო!” – ალბათ!) და საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილმა ამაყად ჩამიარა.

აი, ახლა ვზივარ და ვფიქრობ: “ტვინის მწვავე პრავასლავიზაცია” – საინტერესოა, არსებობს ასეთი დიაგნოზი?

ლევან ფესვიანიძე

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ