ტვინის დეგრადაცია? რატომ გვიჭირს კითხვა და მოსმენილის გაგება რა იქნება შემდეგ?

0
461

ამასწინათ წავიკითხე განცხადება: ვეძებ ქალს, რომელსაც არა აქვს მობილურში ინტენეტი და დღედაღამე ზედ არ დაყურებს; ნორმალური საუბარი და ურთიერთობა შეუძლია; წიგნებს კითხულობს და სათანადოდ ნათქვამზე გულწრფელად იღიმება… მოკლედ ისეთი თვისებები იყო ჩამოთვლილი, სასწრაფოდ მიწერა მომინდა: „ასეთი მე ვარ. თუმცა სულ პატარა „ნაკლი“ მაქვს, ასშვიდი წლის ვხდები“… გაგზავნა გადავიფიქრე. მადლობა უფალს, რეალობით ვიღაცა გამწარებულია, მაგრამ, ვაიდა, ესეც „წუნია“ და ორსაუკუნოვან ინტერნეტსმოწყვეტილ თუნდაც ხრონგით დაინტერესდეს… ახლა არ მკითხოთ, ინტერნეტსმოწყვეტილმა ასეთი განცხადება სად წაიკითხეო. მაცალეთ სანამ პასუხს მოვიფიქრებდე.
ამ გახსენებაზე: ერთ ქარიან დღეს მოლას საზამთროების სხვის ბაღჩაში ფეხი წაცდა. დაკრიფა, ჩაალაგა ტომარაში და გასატანად მომზადებული რომ იყო, ბაღჩის პატრონი თავზე დაადგა. შეკითხვაზე, აქ საიდან გაჩნდიო, მოლა არ დაიბნა, ხომ ხედავ, როგორ უბერავს, ქარმა გადმომაგდოო. საზამთროები ვინ დაკრიფაო: ხომ ხედავ რა ძლიერი ქარია და სულ დააწყვიტა ყუნწებიო… კი მაგრამ ტომარაში ვინ ჩააწყოო. მოლამ ქეჩო მოიფხანა: დამაცადე პასუხის მოფიქრებაო…
ამასწინათ ჩემს უახლოეს მეგობარზე მოგონებების მომცრო პოსტი დავდე. ჩვენი საერთო ნაცნობები, ბუნებრივია, გამოეხმაურნენ. ერთ-ერთი წერდა: „დიდი მოცულობის ტექსტებს არ ვკითხულობ, ეს სულმოუთქმელად წავიკითხე, რაც იშვიათი შემთხვევაა….“ წერდა ჩემი უსაყვარლესი გონიერი, ნაკითხი, განათლებული გოგონა. ხომ გითხარით მომცრო ტექსტი-მეთქი, „დიდად“ მიუჩნევია. როგორ არ დავფიქრებულიყავი… ვიცი, რომ ადრე კითხულობდა. რა მოხდა?
„paqtebi.ge“-ში გამოქვეყნებული ჩემი სტატიების მკითხველთა რაოდენობას გადავხედე: ბოლოს გამოქვეყნებულ გენეტიკაზე ნონა მალანიასთან ინტერვიუს 20 დღეში 308 მკითხველი ჰყავს, ცოტა უფრო ადრე გამოქვეყნებულს „დამანგრეველი სიტყვების“ შესახებ – 953, სულ მოკლე ნაწერს „მამამ საკუთარ გოგონას ცელით თავი წააცალა“ – 1493 მკითხველი… მოკლედ, მოგებულია: „მცირე მოცულობა“.
ახლაღა დავფიქრდი: ვიცი ვინ არიან, უფრო სწორად ვინ იყვნენ ჩემი მკითხველები, რომლებიც აღარ კითხულობენ. იქნებ, უფრო უარესად ვწერ? – მაგრამ ეს რომ დაასკვნა, სულ ცოტა, წაკითხული მაინც უნდა გქონდეს. რამდენიმე მათგანს საგანგებოდ ვთხოვე, ესა და ეს თემაა და რომ წაიკითხავ, შენი აზრი მითხარი-მეთქი… თქვენც არ მომიკვდეთ, იმის შემდეგ ჩემთან არც შემოსულან… არადა, ადრე ჩემი ნაწერების ერთ-ერთმა ე.წ. „ფანმა“ ჩემთვის სრულიად მოულოდნელად განმიცხადა: „იმ ასაკში ვარ, კითხვა ჩემი საქმე აღარ არის, ანუ, ვეღარ ვკითხულობ…“. მეორემ მითხრა: „ყველაფერის წასაკითხად ნამდვილად არ მცალია“… პირში მომახალა, რა შენი და რა სხვა ნებისმიერის ნაწერებიო. ანუ, ზოგადად: „კარგი რა, რა დროს კითხვაა“… და ეჭვიც არ შემპარვია თუ საქმე ჩემს ნაწერებში სულაც არ არის. საქმე უფრო რთულად ყოფილა, სამწუხაროდ, თორემ, ჩემს ნაწერებს თუ არ წაიკითხავენ, ეს არც ისე უპატიებელი დიდი „ცოდვაა“.

Loading…

საქმე იმაშია, რომ: თურმე:
მიღებული უამრავი ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილს ვაღიარებთ, როგორც სასარგებლოს, სხვა არ არის საჭირო და, ნორმალურ პირობებში, ღამე ძილის დროს, მაშინ როცა თვალები „ხელს არ უშლის“ ახალ-ახლის მიწოდებით და გადამუშავება ჯერაც შესაძლებელია, ძილისას 7-8 საათში ტვინმა უსარგებლო ინფორმაცია „სანაგვეში“ უნდა მოისროლოს და მომდევნოს მისაღებად მოემზადოს… მაგრამ რადგან თვალები უმოწყალოდ ხანგრძლივად არის „მიჩერებული“ ეკრანს, „საწყალი“ ტვინი ვეღარ განტვირთულა და თვითგადარჩენისთვის და „ზედმეტისგან“ გასათავისუფლებლად პატრონის ოდნავ მოდუნებისთანავე, ჩუმჩუმად „თვითნებობს“ და ამ დროს უვარგისს და რეალურად გადასაყრელს ხანდახან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანსაც „ზედ მიაყოლებს“, „სანაგვეში“ მოისვრის. – რადგან ბუნებრივ ფუნქციონირებას არ ვაცლით, იძულებითი გადატვირთვის შედეგს ნუღარ ვუჩივითო, ამტკიცებენ მეცნიერები, რომლებიც სათანადო კვლევების შედეგებს აქვეყნებენ: ინტენეტში „ჩაძირვა“ და ამქვეყნიდან გათიშვა სიმთვრალის ტოლფასია. ამ დროს ასევე ზარალდება უძილოდ დასვენების გარეშე დარჩენილი სხეულიც და ტვინთან ერთად სუსტდება… ბუნებრივი იმპულსები იძულების გზით „დაპატიმრებულია“ და უიმედოდ ძალზე ხშირად ამაოდ იბრძვის გადარჩენისთვის… სასიკვდილოდ იწირება ისე, რომ ვერასდროს აღსდგება. „ადამიანი ერთხელ იბედება და ტვინის სიკვდილთან ერთად კვდება, ფიზიკურად ცოცხლად დარჩენილიც რომ იყოს“.
რაც დრო გადის მეტი და მეტი ადამიანი უჩივის ტვინის მუშაობის პრობლემებს. საუბედუროდ, ზოგიერთი უკვე აღარც უჩივის, ვეღარ ამჩნევს და ყველაზე საშიში ტენდენციაა მაშინ, როცა სახეზეა: ყოველდღიურად მეხსიერების დაქვეითება, დაბნეულობა და ყურადღების კონცენტრიების შეფერხება, რაიმე ამოცანის გადაწყვტისას აზრების მოკრების, ინფორმაციის დამახსოვრების, გააზრების გართულება, ვრცელი ტექსტების წაკითხვის შეუძლებლობა, საუბრისას სიტყვების ნაკლებობა და სიცარიელის შესავსებად გონებაში საჭირო სიტყვების ძიება, მოკლე ტექსტური შეტყობინებების წერისას „ეკონომიის“ გასაწევად აბსურდამდე დაყვანილი გზავნილების მისაღებობა… ქაღალდის წიგნების კითხვაზე საუბარიც არ არის.
ვინც საკუთარ თავში ამას ვერ ამჩნევს, ჩათვალეთ, რომ მისმა ტვინმა საკუთარ თავზე ინფორმაციასაც „სანაგვეში“ გადაუძახა და მოვრჩით საუბარს. არაფერი ეშველება… ესენი „წუნებია“, რომელთა „ცვენა“ ერთბაშად მოხდება. მანამდე შიზოიდური შეტევებია მოსალოდნელი, რადგან დასახიჩრებული ტვინი ნორმალურ ქცევაზე პასუხისმგებელ საკუთარ ნაწილს პირველ რიგში „მოისვრის“, რადგან სწორედ მასზე პირველ რიგში მიუწვდება ხელი და ე.წ. ყოფილი ადამიანი ბოროტი გრძნობების ამარა რჩება, ბოროტება იმიტომ არსებობს, რომ სანამ ფიზიკური აღსასრული დადგება, აუცილებლად გამოვლინდება. „კიბერ ომი“ ზომბებისგან ჩვენი მეგობრების, ახლობლების, უსაყვარლესი ადამიანების და იმათგან, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად მოველით: რომლებიც ჩვენს თვალწინ ჩვენსავე ოჯახებში ჩვენს მიერ უკვე დაიჩეკნენ „იზრდებიან“ და შეტევისთვის ემზადებიან და გარდაუვალია – „ომი საკუთარ არსებასთან, რომელიც საკუთარ ახლობლებზე გაივლის“. რადგან „მეთაურები“ უფროსები ვართ, თურმე, „გადავიყლაპებით“… არა, ფიზიკურად განადგურების არ შეგეშინდეთ, უარესის გეშინოდეთ – სიძულვილი მოდის, საყოველთაო, განურჩეველი, გონების დაკარგვამდე ისტერიით… გაუგონარი სიძულვილი მოყვასისადმი… ჯერ არ გიგრძვნიათ, როგორ დაკარგეს ინტერესი თქვენდამი ერთ დროს უსაყვარლესმა ადამიანებმა… ან თქვენ თვითონ მათდამი? სიძულვილისთვის როგორ ეძებენ მიზეზს, არ შეგიმჩნევიათ. თუ არ მოგიძიეს, თავად არასდროს მოგენატრებათ. არ გიგრძვნიათ? არავინ რომ არაფერში გჭირდებათ და … მოკლედ, სულიერი დისკომოფორტი არ გაქვთ? – გადასარევია. გამოდის: ცუდი ამბები, ზოგადად არის მოსალოდნელი. არცერთ ჩვენთაგანს არ გვემუქრება… მეც ასე მჯერა.
და ეს ცუდი ამბავი, „ჩვენ რომ არ გვემუქრება“ და „სადღაც გადასაკარგავში“ უნდა ხდებოდეს ოღონდ ჩვენს გვერდით – გუშინ კი არა, მაშინ დაიწყო, როცა ჯერაც ჩვილებს, ნაცვლად იმისა, რომ მათთან ერთად გვეხტუნავა, გვერბინა და გაგვერთო, ტელევიზორის წინ დავსამდით, რათა არ შევეწუხებინეთ… გაგრძელდა, როგორც გაგრძელდა. შემდეგ ჩვენც გადაგვედო და ახლა უკვე „დედალ-მამალი“ აღარ ირჩევა, ხომ კარგად გახსოვთ.
ვინც საკუთარ არსებას და ტვინს არასასიკეთო ცვლილებს ამჩნევს, ცდილობს მის ასამოქმედებლად „გასაღვიძებლად“ რამე იღონოს კიდეც. სრულიად ახალგაზრდა ეძებს შესაბამის წამლებს-აბებს მეხსიერების გასაუმჯობესებლად და ისეთი მოვლენებისგან თავის დასაღწევად, რომელიც ძირითადად ხანდაზმულებისთვისაა დამახასიათებელი და ზოგადად „ტვინის სისუსტედ“ იწოდება. მაგრამ არ ინტერესდებიან მიზეზით. ავტომატურად მიაწერენ გადატანილ სტრესს, ნერვიულობას, დაღლილობას, ნარკოზს გადატანილი ოპერაციისას, არაჯანსაღ ეკოლოგიას, ზოგადად ჯანმრთელობის სისუსტეს, ეპოქალურ ნევროზებს… ნამდვილ მიზეზეთან არცერთი ახლოსაც არ არის. ცნობილია, რომ ძალიან ბევრ სამოცდაათს გადაცილებულს, შეიძლება ფიზიკურ ჯანმრთელობასთან უფრო ჰოქნდეს, მაგრამ მეხსიერებასთან და არც ტვინის აქტიურობასთან არანაირი პრობლემა არა აქვს.
აბა, მიზეზი რაშია?
არის გადარჩენის შანსი?
რა მოგველის?
სასიცოცხლო მნიშველობის ნორმალური ბუნებრივი იმპულსების ტვინის ხვეულები „ინტერნეტმიჯაჭვულობისგან“ როგორ იშლება აქ შესანიშნავად ჩანს.
თემის განგრძობასა და მიზეზებზე საუბარზე კატეგორიულად „უარს ვაცხადებ“ სანამ არ დავინახავ მცირე მოცულობის ამ სტატიით დაინტერესებულთა რიცხვს.
ძალიან მინდა დავიჯერო, რომ პორტალის მესვეურები მხარს დამიჭერენ და თემას ჩემთან ერთად ამ მიზეზების მკვლევარებთან ერთად მივუბრუნდებით.

ქეთევან ჩემია, იერუსალიმი

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ