საინტერესო

ტვინის დეგრადაცია? რატომ გვიჭირს კითხვა და მოსმენილის გაგება? რა იქნება შემდეგ? — ნაწილი II

ჩემი ამ წერილის პირველ ნაწილს 500-ზე მეტი მკითხველი ყავს.
ეს საკმაოზე მეტი მიზეზია წერა განვაგრძო.
ზუსტად ხუთასორმოცდათვრამეტი ადამიანისთვის ღირს წერა.
თქვენ ის ადამიანები ხართ, ვისაც ჩემი ნაწერი და მეცნიერების გამოკვლევები ზოგადად არ გეხებათ, ჩვენზე კარგად იცით ყველაფერი და მაინც მოგიწევთ წაკითხვა, რათა ჩამოყალიბებული აზრი იცოდეთ, ამიტომ დარწმუნებული ვარ სწორად მიხვდებით თქვენსკენ რომ არ არის მიმართული არცერთი „თქვენ“ და რომც იგრძნოთ რომ თქვენ გეხებათ, ეს საუკეთესო შედეგი იქნება ჩემთვის და თქვენთვისაც.
მისალოცი საქმე, როგორც იტყვიან.
ახლა დამშვიდებული სინდისით გაგიზიარებთ თუ რას ამბობენ მეცნიერები, რომლებიც ტვინის დეგრადაციის მიზეზებზე მუშაობენ:
მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად არსებული სავალალო დასკვნებისა, არავის კატეგორიულად არ უნდა უარი თქვას ეგრეთ წოდებულ სადღეღამისო მუდმივ „ინფორმაციასთან მიერთებაზე“. სხვა სიტყვებით: ტვინის ტვინური ფუნქციების ხარჯვისგან ტვინის ფუნქციების კარგვა დაიწყო იმ ცნობილ დღეს, როცა თქვენ გადაწყვეიტეთ მუდმივად ხაზზე იყოთ. არ არის არანაირი განსხვავება გაიძულეს, გამოიწვია სამსახურებრივმა აუცილებლობამ, უსაქმურობაა მიზეზი თუ ელემენტარული შიში მსგავსებს შორის არ გამოიყურებოდეთ როგორც „თეთრი ყვავი“.
ჯერ კიდევ 2008 წელს ცნობილი იყო, რომ საშუალოსტატისტიკური ინტერნეტის მომხმარებელი ნანახი ტექსტის არაუმეტეს 20% ს კითხულობს და დიდი მოცულობის აბზაცების წაკითხვას ყოველნაირად გაურბის. მეტიც, საგანგებო გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანი, რომელიც მუდმივად არის მიერთებული ხაზზე, ტექსტს საერთოდ არ კითხულობს, რობოტივით ასკანირებს — ხტება ერთი ადგილიდან მეორეზე, ინფორმაციას აფასებს გაზიარების პოზიციიდან. მონაცმების მოკლე მონაკვეთებს ნაწილ-ნაწილ იტაცებს აკეთებს დასკვნას „შეიძლება ეს აღმოჩენა ვინმეს გადაუგზავნო?“ — აკეთებს დასკვნას და „აზიარებს“ არა განხილვის მიზნით, არამედ უმთავრესად რაიმე გრძნობის გამოსაწვევად და „ესემესის“ ფორმატში ანიმაციების ე.წ „როჟების“ დასანახად.
გამოკვლევებით დადგინდა, რომ რაც სქემატურად ასე გამოიყურება:

გვერდები ინტერნეტში არ იკითხება — სწრაფად შაბლონურად ინახება. მომხმარებელი კითხულობს დასაწყისის პირველ ბწკარებს ხანდახან თავიდან ბოლომდე, შემდეგ გადახტება ტექსტის შუაში, როგორც წესი ნაწილობრივ, კითხულობს კიდევ მხოლოდ რამდენიმე სტრიქონს ტექსტის ბოლომდე წაუკითხავად, შემდეგ სწრაფად ეშვება ძირს, რათა ნახოს ეს ამბავი რით მთავრდება. ინტერნეტ ამ ვრცელ ტექსტებში წითლად არის აღნიშნული ზონა, სადაც მკითხველის ყურადღება ყველაზე დიდხანს ჩერდება. ყვითლად სწრაფი დათვალიერება. ლურჯი და რუხი ფერისაა ადგილები, რომელიც საერთოდ არ იკითხება. ამიტომ რიგითი ინტერნეტმომხმაარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების შედარებით ეფექტური ხერხია ინფორმაციის მიწოდება გადაბრუნებული პირამიდის პრინციპის თანახმად გამოსახულების სახით: რაც ქვევით მით ნაკლები და ერთ აბზაცში არაუმეტეს ერთი აზრისა. მხოლოდ ასე შეიძლება გვერდზე მაქიმალურად ხანგრძლივად დააკავონ ყურადღება. თუ სტატიაში ქვევით დაშვებასთან ერთად ინფორმაცია კი არ იკლებს, არამედ მატულობს, როგორც ვთქვათ ამ სტატიაში, ასეთ გვერდებზე შეჩერდებიან მხოლოდ ერთეულები, ანუ თქვენ, ვისაც ერთი მოკლე მაგრამ ძალიან ბევრისდამტევი ლამაზი სახელი გონიერი ადამიანი გქვიათ.
ინტერნეტი რეალური ნარკოტიკია. რა არის ნარკოტიკი? ეს სრულიად უსარგებლო რამეა, რის გარეშე ნებისმიერი ადამიანი მშვენივრად გრძნობს თავს, სანამ არ გასინჯავს. როცა გასინჯავს, აღმოჩდნება სამუდმო დამოკიდებულება — ნარკომანია არ იკურნება. ინფორმაციის აღქმის პრობლემებს სამრეცხაოდან უმაღლესი კვალიფიკაციის უნივერსიტეტის პროფესორებამდე ყველა რანგის და სპეციალობის ადამიანები უჩივიან. ჩივილები ხშირად ისმის აკადემიურ წრეებში: კითხვის ისედაც დაბალი დონე და ინფორმაციის აღქმის უნარი კატასტროფულად წლობით კი არა ყოველდღიურად დაბლა იწევს.
ადამიანების უმეტესობა განიცდის უდიდეს გართულებას დიდი ტექსტების კითხვისას წიგნების კითხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. სამი-ოთხ აბზაციანი ბლოგპოსტებიც დიდი და ძნელად წასაკითხი აღსაქმელია უმეტესობისთვის, ამდენად ელემენტარული ყურადღების უღირსად და მოსაწყენადმიიჩნევა. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელისაც არ გაეგონოს „ნამეტანი ბევრი ასოებია — ვერ დავძლიე“. მთელი ნაწერის მხოლოდ რამდენიმე ათეული ბწკარი უნდა წაიკითხონ, ან იქნებ, არც ამდენი. ბევრის წერას აზრი არ აქვს, რამდენადაც თითქმის არავინ წაიკითხავს, ხოლო მოცულობის შემოკლება და აზრის გაბუნდოვანება — არა მხოლოდ მკითხველის, არამედ მწერლების კიდევ უფრო მეტ ტვინშეზღუდულობას იწვევს. შედეგად ვღებულობთ იმას, რომ გვაქვს -მასობრივი გამოჩლუნგება.
ის ადამიანების კი, ვისაც წარსულში კითხვის კარგი წესი ჰქონდათ, ამბობენ, რომ მთელი დღე ინტენეტში ხეტიალისა და ათობით და ასობით ელექტრონულ წერილებს შორის ფიზიკურად არ შეუძლიათ ძალიან საინტერესო წიგნის წაკითხვაც კი, რამდენადაც კითხვა უკვე პირველივე გვერდიდან წამებად იქცევა. კითხვა უკვე შეუძლებელია იმიტომ, რომ:
საკუთარ თავს უკვე ვერ აიძულებ შეწყვიტო სკანირება და „გასაღები“ სიტყვების ძიება. სრულიად არ იციან სინტაქსისი, რომელიც დამახასიათებელია უმეტესობა კლასიკური, მაღალშინაარსიანი ან მეცნიერული ნაწარმოებებისთვის, რომელიც მოკლებულია სატელეგრაფო ესემეს გამოსახულებას და სხვა აბსურდებს. შედეგად ერთი წინადადების რამდენიმეჯერ წაკითხა უხდებათ, ეს უჭირთ, რადგან დიდი წვალება და დრო სჭირდებათ. შედარებით გაულახდილები პირდაპირ ამბობენ: მეზიზღება საკუთარი თავი. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ინტერნეტთან მუდმივი მიერთების გამო სწრაფად ქვეითდება ადამიანების ისეთი უნარი, როგორიცაა უკვე ოდესღაც მიღებულ ინფორმაციასთან დაბრუნება, გააანალიზოს წაკითხული და ჩართოს წარმოსახვა. უარესიც, ადამიანების 80 პროცენტი საეჭვო ხასიათის გართობისთვის შედიან, ან იქიდან ინფორმაციას იღებენ, არა თუ ნულოვანს, არამედ უარყოფით კულტურულ ფასეულობას. ამასთან ადამიანების უმეტესობა არამხოლოდ ახალგაზრდები, მიჯაჭვულები არიან საკუთარი ინტენეტთან იმდენად, რომ მისგან გამოთიშვის მუქარისგან ან კავშირის ერთი დღე გამორთვისთანავე განიცდიან არა მხოლოდ ფსიქიკურ დათრგუნვას, რომელიც ესაზღვრება პანიკას, რეალურ ფიზიკურ ე.წ. ლომკებს, რომელიც ძალიან გავს ნარკოტიკულს.
არ გჯერათ? მაშინ სცადეთ და გამორთეთ და გასინჯეთ მის გარეშე თუნდაც 2-3 დღე ყოფნა. არსებობს აზრი, რომელიც უნდა გაიზიარო. სწრაფად და ეფექტურად აღიქვა რთული ტექსტები. წაიკითხო რთული ლიტერატურა… მაგრამ როგორც უკვე იკვეთება: წაკითხვა, წაკითხულის გაგება და ზოგადად აზროვნება სულ მალე ელეტარული პრივილეგია გახდება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ განსაკუთრებული კასტის ადამიანებისთვის. ეს ახალი იდეა არ არის, რამდენადაც ჯერ კიდევ უმბერტო ეკო რომანში „ვარდის სახელი“ სთავაზობდა ბიბლიოთეკაში შეეშვათ მხოლოდ ისინი, ვისაც შეუძლია და მზადაა რთული ცოდნის აღსაქმელად. დანარჩენები მხოლოდ იმის უნარი აქვთ რაც გამოკიდებულია და გამოქვეყნებულია ინტერნეტში. მოკლედ, არანაირი აბები, არანაირი საკვები დანამატები, არანაირი ტვინისგამმართავები და ა.შ. უუნაროა შეაჩეროს ტვინის დეგრადაცია. მისი გაჩერება შეუძლია მხოლოდ ერთს: შეწყდეს ტვინის გადამამუშავებელ სიტემაში ყველანაირი ინფორმაციული ნაგავი და ყოველდღიური დატვირთვა ტვინის ე.წ. „არასაჭირო ინფორმაციით“. ეს პროცესი მეტად რთულია ხოლო ზოგიერთებისთვის უკვე სრულიად შეუძლებელი. შეუსრულებელი. ბევრისთვის მატარებელი, როგორც ამბობენ, უკვე წავიდა. ვაი, რომ მათი შთამომავლობის მატარებელსაც საფრთხე ელოდება და პატრონი არ ჩანს, ანუ დაკავებულია სოციალური ქსელებით.
კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ: სხვადასხვა სახის გაჯეტები უზრუვნელოფს თქვენს მუდმივ ჩართულობას ინფორმაციასთან ინტერნეტთან — სმარტფონები, აიპადები და სხვა რომლის გარეშე უკვე ტუალეტში წასვლაც არ შეგიძლიათ. დააკვირდით მომსახურე პერსონალსაც რომელიც ფულს ამით აკეთებს, როგორ უჭირთ თავის აღება მოწყობილობიდან, კლიენტს უფრო შეელევიან, ვიდრე სანახაობას. რატომ? იქ ხომ არაფერი ისეთი არ არის, რომლის გარეშე ვერ იქნები. ისეთი ხომ იმდენია, ყველას ვერც უყურებ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კი ის არის, რასაც უნდა აკეთებდე. არ გაკეთებინებს. ამ დროს რამდენი კარგი რამის გაკეთება შეგეძლო შენი ახლობლებისთვის…

Loading…

ეს უკვე გართობაც არ არის ფსიქოზში გადასული მდგომარეობაა. რომელიც პრაქტიკულად დებილს გხდით. მოშვებულს, აპათიურს, ძლივს მოაზროვნე ტვინით, რომელსაც არც ფიქრის და არც ანალიზის უნარი არა აქვს. მაგრამ როგორც ნებისმიერი ნარკომანი, თქვენ უკვე რა თმა უნდა, საპირისპირო აზრში ხართ დარწმუნებული. ტვინი გაგეხსნათ და ყველაფრის მცოდნე გახდით. რომ რომ ეს „საპნის ჩასადები“ თქვენს ცხოვრებას რეალურად მკაფიოს ხდის, დატვირთულს, მოხერხებულს და ა.შ. სწორედ ასე ფიქრობენ ნარკომანები ნარკოტიკების ზემოქმედებაზე მათ ტვინზე. სწორედ ასევე გონიათ, როგორც თქვენ: რომ პირადად გახდით ძალიან წინწასული პიროვნება, რომელიც ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსშია და წარმოდგენა არ გაქვთ, კერძოდ რის საქმის კურსში ხართ და გჭირდებათ კი ეს რამეში. იქნებ სულ სხვა რამე უფრო გჭირდებათ. დავუშვათ იმ საშუალების ძებნა, რომელიც ცხოვრებას რეალურად ღირებულს და ღირსეულს გახდიდა. ამ მოწყობილობების წყალობით, თქვენს ტვინს უწყვეტ ნაკადად დღედაღამე მიედინება ყველანაირი ნაგავი, რომელიც ჭედავს თქვენს „ტვინის კომპს“ იმდენად, რომ თქვენ ივარგებთ მხოლოდ ყველაზე პრიმიტიული, დაბალკვალიფიცირებული სამუშაოსთვის. თქვენ არა გაქვთ უნარი აზრიანი საუბრის, არ იცით არც წერა, არც კითხვა — თქვენი მეტყველება დაბრკოლებულია, და წალეკილია სიტყვა პარაზიტებით რაღაც აზრის სწრაფად გადმოსაცემად, რომელშიც სინადვილესი აზრი არ დევს და მხოლოდ თქვენნაირისთვისაა გასაგები. როცა ვინეს რამეს უყვებით გიძნელდებათ საჭირო სიტვების შერჩევა, როცა ვინმეს უსმენთ — აზრის ძაფი სწრაფად გიწყდებათ და იწყვებთ მოწყენას და მთქნარებას. წერა არ შეგიძლიათ, რამდენდაც პრაქტიკულად ყოველ სიტყვაში შეცდომას უშვებთ. როგორ გამოიყენოთ სასვენი ნიშნები დაახლოებითაც არ იცით. სამაგიეროდ მარჯვედ აკეთებთ სელფის და სხვა სანაგვისთვის გამიზნულ სურათებს და ვაიბერიდან ან ვაცაპიდან ტვინში უკაკუნებთ ვიღაცის, ვისაც თქვენ არც აინტერესებთ. ადამიანი უძლურია საათობით ისმინოს, სამაგიეროდ შეუძლია ამდენი ხანი ილაპარაკოს ისტერიულად, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. სად არიან ამ დროს პატარები? — სხვა მოწყობილობების საშუალებით მშობლებს „გამოდებილებაში“ ეჯიბრებიან. მშობლები კი ამის შემჩნევის ნაცვლად „თავისუფალ დროს“ შეჰხარიან და იკვრება „მკვდარი წრე“.
ამცხოვრებაში ყველა იმას და იმდენს ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ და შედეგი:
დედებს შვილები იატაკზე ყავთ დაწვენილი, უსაფრთხოდ რომ იყონ, თავად ინტენეტში აქვთ თავი ჩარგული. დღედაღამე სოციალურ ქსელებში ყოფნა რას მაძლევს? — გიკითხავთ თქვენი თავისთვის. ცხადია — არაფერს? — ამდენი დასაკარგი დრო საიდან? საქმეს როდის აკეთებთ? არაფერი გაქვთ საკეთებელი? — მით უარესი, ან უკეთესი: რამე სასიკეთო გაუკეთეთ ან სხვას ან ქვეყანას და გამოადექით საკუთარ თავს. არა? — რატომ? — პასუხი არა გაქვთ: სამწუხაროა: ტვინი უარს ამბობს გემსახუროთ და ვერ გაგიგიათ. ეს განაჩენია:
ცოცხლად სიკვდილი.
ვინც ამას გეუბნებათ თქვენთვის ავტორიტეტი არ არის? — ზუსტად იცით, რომ თქვენთვის ვინმე არის „ავტორიტეტი“? თქვენზე ჭკვიანი საერთოდ გეგულებათ ვინმე? — არ გიფიქრიათ? თუ იფიქრებთ მიაგნებთ?
მოკლედ მოისმინეთ კიდევ უფრო ცუდი სიახლეები: მობილური კავშირი უნდა გამოიყენო მხოლოდ განსაკუთრებული, გამონაკლის, ექსტრემალურ შემთხვევაში. მაგალითად მიხვედით უცნობ ქალაქში და გიჭირთ მოძებნოთ შემხვედრი. კი ბატონო, აუცილებლად უნდა დარეკოთ. ან, გაგვიანდებათ მნიშვნელოვან შეხვედრაზე — რალურად გადაუდებელია დარეკვა და ა.შ. ანუ, ის იმისთვისაა, რომ რეალური აუცილებლობის დროს გამოიყენოთ ან გადასცეთ საქმიანი და აუცილებელი პორფესიული ინფორმაცია. სხვა დროს გაჯეტი უნდა იყოს გამორთული.
როგორი უხერხულობა გექმნებათ მხოლოდ ამის წარმოდგენაზე. ასეთ შემთხვევაში თქვენს გარემოცვაში თქვენნაირები იტყვიან, მსუბუქად რომ ვთქვათ, რომ თქვენ გააფრინეთ „კუკუ“ და რომ თქვენ ჭკუიდან შეიშალეთ და ა.შ. დააფურთხეთ და წაშალეთ. გახსოვდეთ, თქვენ ინფორმაციული თავდასხმის ობიექტი ხართ და თქვენ თავი უნდა დაიცვათ. როგორც CBS News — პრეზიდენტი რიჩარდ სელანტი ამბობს „ჩვენი სამუშაოა მივყიდით ადამიანებს არა ის, რაც უნდათ, არამედ, რაც ჩვენ გვინდა. და შესრულებულია: ამ ბიჭებმა იციან საკუთარი საქმე თქვენნაირები როგორ დატოვონ გაუნათლებლები და შემდეგ მათგან დაჩეკილებს შეაჭამონ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.
როგორ შეიძლება დედაკაცს, მამაკაცს მთელი დღე ყურადღება სოციალური ქსელისკენ ჰქონდეს მიპყრობილი: რას ელოდება იქიდან? — წარმოდგენა არა აქვს.
ეს განაჩენია.
გადარჩება მხოლოდ ის, ვისაც ეს გააზრებული აქვს და ასე არ იქცევა, ან იქცევა, მაგრამ ესმის რომ სწორი არ არის და ცდილობს აარიდოს თავი. დანარჩენი ის „წუნია“, რომლისგანაც დედამიწა მალე გათავისუფლდება სრულიად უმტკივნეულოდ როცა ტვინი დეგრადირებულია ადამიანი მკვდარია, თუნდაც სუნთქავდეს. დარჩებიან ისინი, ვინც ამ ტექსტს კითხულობთ:
გილოცავთ!
გაგიჭირდებათ მაგრამ შეძლებთ დარჩეთ ამცხოვრებაში და კაცობრიობის მიღწევებს შეხაროდეთ. ოღონდ:
თავიდან უნდა ისწავლოთ სწავლა და წიგნის კითხვა. ნამდვილი ქაღალდის წიგნიდან. გახსოვთ რომ ასეთი არსებობს? ნახევრადმძინარე თვალებით საათობით არ უყუროთ ეკრანს, არამედ იკითხეთ წიგნები. ძნელი იქნება, მაგრამ სცდეთ. საკუთარ თავზე არ იძალადოთ ნელნელა დაიწყეთ ერთი ფურცლით, აუცილებლად იგრძნობთ გულისრევას და თავბრუხვევას ეს ლომკებია, მაგრამ აკეთეთ სხვა რამეც ოღონდ ტვინს განტვირთვის საშუალება მიეცით. ყველაფერზე დათანხმდებით, ოღონდ ტვინი არ დაძაბოთ. გაუფრთხილდით ტვინს სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.
გვირჩევენ მეცნიერები მათ, ვისაც გონიერი ადამიანების რჩევების გვჯერა.

ქეთევან ჩემია, თელ-ავივი

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«ადამიანი მომავლიდან»: 1943 წლის საარქივო ფოტოზე ნაპოვნი უცნაური ადამიანი

როგორ გვმართავს გენეტიკა

ხორვატიაში უზარმაზარი ორღანია, რომელზეც მხოლოდ ზღვა უკრავს. უბრალოდ მოუსმინეთ! (ფოტო/ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი