ხორავა ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში იმყოფება.
ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა ამტკიცებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს.
„მე გამაპოლიტიზირეს, თითქოს პოლიტიკურ მოთხოვნებს ვაყენებდი. გახარიას გადაცდომა არ იყო გუშინ? პირდაპირ მშვიდობიან მოქალაქეებზე რომ დაიწყო ზეწოლა და გაქრობა და გამოაცხადეს, რომ ტერორისტები შემოსულანო? ტერორისტები როგორ მოვიდნენ იმ აქციაზე ამაზე რატომ არ მცემენ პასუხს?
საბანაძეა თუ ვინ, შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თურმე მე შემხვედრია, უთქვამს, კარვები უნდა ავიღოთო, განმიმარტა სამართლებრივად და მე დავთანხმებივარ. სად შემხვდა, სად დამირეკა, რა სისულელეს ლაპარაკობს ეს ხალხი?
როგორც კი საჭიროება მოითხოვს ჩემს აქციაზე დაბრუნებას მივატოვებ ყველაფერს და დავბრუნდები“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.