ტელეკომპანია “დიას” ჟურნალისტს კორონავირუსი დაემართა

0
76

გორში, ტელეკომპანია „დია”-ს ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. შოთიკო სადაღაშვილი კარანტინში გვიან ღამით გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია ვისგან დაინფიცირდა ჟურნალისტი.
მისი თქმით, თავი შეუძლოდ ოთხშაბათს იგრძნო და სამედიცინო დაწესებულებას მაშინვე მიმართა.
,„როგორც კი თავი შეუძლოდ ვიგრძენი, მაშინვე მივმართე სამედიცინო დაწესებულებას და გავიკეთე ტესტი. ტესტზე დადებითი პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ოთხშაბათიდან ვიმყოფებოდი თვითიზოლაციაში. მაქვს კოვიდ ინფექციისთვის დამახასიათებელი ჩივილები: თავის ტკივილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება,“ – ამბობს შოთიკო სადაღაშვილი.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ