განცხადებები

«ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ…ეს ყოველდღიური თავდასხმა შეგვაშინებს?!»-ვატო წერეთელი

TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

«დღეს უმრავლესობის დეპუტატს,ოხანაშვილს ,დიანას ეთერში უჩვეულო არაფერი გაუკეთებია. ამას უკვე შევეჩვიეთ. დიდი ხანია, ვეღარ მალავთ ზრახვებს:

• კრიტიკულ შეკითხვას უსვამ — ტენდენციური ხარ

• მათთვის არასასურველ სტუმარს მოიყვან- ტენდენციური ხარ

• დებატებში დიდი ხანია, აღარ დადიან

• რამეს გამოიკვლევ — ტენდენციური ხარ

• თუ ამ ყველაფერს აკეთებ — უზნეო ყოფილხარ

• ყველა ტენდენციურია — ოკეანის იქით და ოკეანის აქეთ — კონგრესიდან ზოვრეთის ქუჩამდე.

• ობიექტურობა სიჩუმე და ქება ყოფილა თურმე.

ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ. ყველაფერს გავუძელით და ეს ყოველდღიური თავდასხმა შეგვაშინებს ?!»

Loading…

მსგავსი პოსტები

გოგი თათუხაშვილი: «ბატონო გია, თქვენი კეთილგონიერების იმედი მაქვს. გთხოვთ, ღიად დააფიქსიროთ თქვენი პარტიის,»ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის» პოზიცია»

Joni Kvaracxelia

თბილისის რომელ რაიონებს შეუწყდება წყალმომარაგება

Joni Kvaracxelia

ამერიკული სანქციები გზაშია-აშშ-ში გახშირდა სანქციებისა და სხვა ჯარიმების დაწესებისკენ მოწოდებები

დატოვე კომენტარი