სოცქსელი

«ტაძარში ატირებული გოგონა მომადგა…»-რაზე წერს პეტრე კოლხი?

«ეპისკოპოსობა არ არის, ფეოდალიზმი, არც მონათმფლობელობა, ჩვენ არ ვართ მონები!..
ღმერთმა მოგვცა არჩევანის თავისუფლება და ვინც გინდა იყოს, მისი წართმევის უფლება არავის გააჩნია…
ტაძარში ატირებული გოგონა მომადგა, მოძღვარმა მრევლობიდან გამომაგდო, ჩემი კურთხევით არ გათხოვდი, სხვას გაყევიო… ის ტიროდა, მე სიცილს უკან ვაბრუნებდი და ისღა ვუთხარი, გილოცავ, მეთქი!.. რას მილოცავო, თავისუფლებას, რადგან ტყვეობაში იყო!..
ძვირფასებო, გული ლოცვა-კურთხევას არ ემორჩილება, გულმა თავად იცის, ვინ უნდა შეიყვაროს…
ადამიანებო, არავის მისცეთ უფლება, ზედმეტად აფათურონ თქვენ სულში ბინძური ხელები!..
ზოგი დღემდე კურთხევას იღებს, კვირის რომელ დღეებში გაიზიაროს მეუღლესთან სარეცელი!..
რაც ხდება, მხოლოდ ჩვენი ბრალია!..
მომავალი თაობა, ცხადია თავისუფალია ამ
მონობისაგან, მაგრამ ჩვენი თაობაც რომ ტყვეობაშია, ესეც მტკივნეულია!..»

ამის შესახებ  პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

მსგავსი პოსტები

„ა ი რ ჩ ი ე !..არჩევანი ჩვენზეა თანამოქალაქეებო და ეს არჩევანიც ძალიან ადვილი ასარჩევია ყოველ ჩვენთაგანისთვის»

«სასწრაფოდ!!! ქ. ფოთის ადგილობრივი ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში პირადად არიან ჩართულები» (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«მე იდე­ა­ლის­ტი ვარ, თუმ­ცა გუ­ლუბ­რყვი­ლო ვი­ყა­ვი,»-სააკაშვილის ინტერვიუ  ჰო­ლან­დი­ურ­მა გა­ზეთ­მა Trouw დაბეჭდა

დატოვე კომენტარი