კრიმინალი

ტაქსის მძღოლი მოკლა, ცხედარი მანქანაში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა- შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა(ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა — დაკავებულია 1 პირი

«შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს — 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.»-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა

ქრთამის აღების ფაქტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

Joni Kvaracxelia

თბილისში გერმანიის მოქალაქე ლაშა აბზიანიძე დიდი რაოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტზე დააკავეს.

დატოვე კომენტარი