განცხადება/მიმართვა

ტატუნაშვილის გარდაცვალებას გმობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი

„მოვუწოდებთ როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩატარდეს სრული და გამჭვირვალე გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დაისაჯონ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები. ასევე, მოვუწოდებთ, დაუყოვნელივ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლება  და მათი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა”,- ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადებაში.

თანამომხსენებლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

“ქართული ოცნების” დეპუტატი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს

36 ქვეყნის მკაცრი განცხადება საქართველოს მთავრობას

roma sajaia

“კობახიძე ამ ქვეყანაზე არაა…გაჩუმდეს და თავს მიხედოს ცოტა, თავი მოიწესრიგოს ის ჯობია“-ხუხაშვილი კობახიძეზე

დატოვე კომენტარი