ფოტო/ვიდეოსხვადასხვა

ტარას შევჩენკო: „უკრაინის კულტურული ხატი”

დღეს, ტარას შევჩენკოს 210 წელი შეუსრულდებოდა. ის 1814 წელს, უკრაინის სოფელ მორინცში დაიბადა. შევჩენკო ფართოდ განიხილება, როგორც უკრაინის უდიდესი ეროვნული პოეტი, უკრაინული ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის საკულტო ფიგურა.

ლექსში „კავკასია“ პოეტი, აკრიტიკებს იმპერიულ იდეოლოგიასა და იმ საქმიანობას, რომელსაც „განათლებული“ უზნეობის შეტანის „მიზეზით“ ეწეოდა რუსეთის იმპერია კავკასიაში. ის დაუნდობელია ამგვარი იდეოლოგიის მიმართ.

„თქვენც დიდება, ლურჯო მთებო,

ყინული რომ გფარავთ,

თქვენც, დიადო რაინდებო,

ღმერთს ახსოვხართ მარად.

იბრძოლეთ და გაიმარჯვებთ,

ღმერთიმც დაგეხმაროთ

თქვენკენაა სამართალი,

შვებაც სანეტარო!“

ამ დღის აღსანიშნავად, 9 მარტს გამოჩენილი უკრაინელი პოეტის და მწერლის, ტარას შევჩენკოს ძეგლი თბილისში, უკრაინული დიასპორის, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს.

ქართულ-უკრაინული, 41-ე სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა წაიკითხეს მისი ცნობილი ლექსები. გაჟღერდა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები.

ფოტოები:

 

ვიდეოები:

 

 

 

 

მსგავსი პოსტები

«გახსოვთ სამების ტაძარში რომ ცეცხლი გაჩნდა და სამი მილიონი ლარის ძვირფასეულობა დაიკარგა?»

137 წლის დედა და 95 წლის შვილი აფხაზეთიდან (ფოტო)

«ნაგავზე ვეძებ ჟანგიან რკინას, ბავშვებს რომ პური ვუყიდო»-აქცია გლდანში

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი