საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა და მან მონასტრის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა:
„აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ ამას ემსახურება ევროპა ნოსტრას მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
Loading…
