ხელოვნური ხმაურები ჩვენ ბევრი გქონია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩემგან მსგავსის გამეორება არ იქნება სწორი, რამეთუ სწორედ ჩემგან გაკეთებული განცხადება არის საფუძველი დღევანდელი ხმაურისა, თანაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამას დაეთანხმა. რა მაქვს მხედველობაში, როცა ცალმხრივს ვამბობ – ხშირად პოლიტიკურ პარტიებს შორის ან საზოგადოების რაღაც ნაწილში ხდება შეთანხმება ორმხრივი და მის შესრულებას შესაბამისად მოითხოვენ. ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო ჩვენი კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოყვა 20 ივნისის მოვლენებს. 24 ივნისს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, ეს იყო ჩემი ინიციატივა. გუნდში მე მივედი ამ ინიციატივით, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით 2020 არჩევნებიდან და არ დავლოდებოდით 2024 წელს განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა იმედის პირდაპირ ეთერში.
«სწორედ ჩემგან გაკეთებული განცხადება არის საფუძველი დღევანდელი ხმაურისა» — ბიძინა ივანიშვილი
Loading…