პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნამახვანჰესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
«ბანალური, მარტივი პრინციპი — უნდა შეისწავლო, მოისმინო არგუმენტები, ჩამოაყალიბო საკუთარი პოზიცია და მხოლოდ ამის შემდეგ მისცე თავს უფლება მოახდინო საკუთარი პოზიციის ტრანსლირება.
ჩვენთან პირიქით ხდება — აყალიბებ პოზიციას და ახდენ მის ტრანსლირებას მხოლოდ იმ არგუმენტებით, რომელიც შენს შეხედულებებს ესადაგება.
სწორედ ეს ხდება ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით.
ყველაზე “პრადვინუტი” პოლიტიკოსიც კი პოზიციას აყალიბებს “ენერგეტიკული უსაფრთხოების”, “ინვესტიციების მოზიდვის” არგუმენტებით, ფუთავს “რუსული ინტერესით” და არ აინტერესებს კონტრ-არგუმენტების მოსმენა, რადგან მას, როგორც ჭეშმარიტ ქართველი პოლიტიკოსს ეშინია საკუთარი «უძლურების» დემონსტრირების სხვისი “პოტენციის” ფონზე…»
Loading…