წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის ტყეში დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ის ხევში იყო გადავარდნილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, 61 წლის კაცი, ტყეში მთის მოცვის საკრეფად იყო წასული, სავარაუდოდ, მას მოცვის კრეფვისას ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა. გარდაცვლილი წალენჯიხის სოფელ ჯგალის მკვიდრია.
დაკარგულის საძიებო სამუშაოში ჩართული იყო სამაშველო სამსახურის 15-კაციანი ჯგუფი, დრონი. პარალელურად, კაცს ადგილობროვებიც ეძებდნენ.
Loading…