სფორცას ციხე-სიმაგრე — ისტორიულად საქართველოს ბედის მოზიარე

0
462

მილანი — იტალიის სავაჭრო და ეკონომიკური ცენტრი, ევროპაში მაღალი მოდის და შოპინგის ქალაქი.
ვისაც მოგზაურობა უყვარს, იცის მისი მომხიბვლელობა, მაგრამ თუ ვერ მოგზაურებს, არც უნდა ინანოს, შეიძლება მილანის ჰაერი ვერ ჩისუნთქო მაგრამ საოცრებას ეზიარო:
ნახვას ყოველთვის მოასწრებ.
მილანში დუომო — საკათედრო ტაძარი მსოფლიო ხელოვნების საოცრებათაგანია, რომელსაც მნიშვნელობით სფორცას ციხე-სიმაგრე არ ჩამოუვარდება… მაგრამ უმთავესი ჩემთვის არის ის, რომ მისი ისტორია ძალიან გავს საქართველოს ისტორიას. მტრებით გარშემორტყმული ერთიდან მეორის ხელში რომ გადადიოდა.
დუომოსა და სფორცას ციხე-სიმაგრეს შორის ვცხოვრობ… ამ რუკაზე კარგად ჩანს მათი ტერიტორიული სიახლოვე.
ამ დიდებულების სანახავად სანამ ჩამოხვალთ ძალიან მინდა დატკბეთ, ვერც ერთი გიდი ამაზე მეტს ვერ გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ისტორიის მცირე ნაწილი უნდა შემოგთავაზოთ.

მილანის და სფორცას ციხე-სიმაგრის ისტორია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში იწყება. იმ დროიდან, როცა მეოთხე საუკუნეში რომის იმეპერატორი ფეოდოსი რომს დასავლეთ რომის იმპერატორობას ექიშპებოდა.
11-12 საუკუნიდან ქალაქი დამოუკიდებელი ოლქის ლომბარდიის დედაქალაქი გახდა. 1162 წელს ფრიდრიხ ბარბაროსამ დაიპყრო მილანი და მგერმანელი ერის „საღვთო რომის იმპერიას“ შეუერთა.
16-ე საუკუნემდე მილანს მართავდნენ სხვადასხვა უმდიდრესი გვარის ჰერცოგები:
ფრანჩესკო I-მა მილანში პორტა ჯოვიოს ციხე-სიმაგრე ააშენა და იმ დროის უდიდესი ჰოსპიტალი განათავსა, გაიყვანა პირველი სარწყავი არხები. საინტერესოა, რომ ოსმალების მიერ შევიწროვებულ და გამოქცეულ ბერძნებს დასახლების და მიწების დამუშავების უფლება მისცა. სწორედ ამ დროს აღორძინდა მილანში სოფლის მეურნეობა.
Castello Sforzesco — სფორცას ციხე-სიმაგრე მკაცრი და მიმზიდველი, არქიტექტურული ანსამბლი ძალიან ჰგავს კრემლის შენობას მოსკოვში.
შვიდი საუკუნეა ეს ციხე-სიმაგრე ზურმუხტოვან იტალიას ამშვენებს და მილანის მმართველი სხვადასხვა დინასტიების, რევოლუციების, სახალხო აჯანყებების, ეკონომიკის აღმავლობის და დაცემის მომსწრეა. მან იგრძნო მსოფლიოში ცნობილ უნიჭიერეს არქიტექტორთა, მოქანდაკეთა და მხატვართა ხელების შეხება. ზოგიერთის მიერ დატოვებულ კეთილ კვალს დღესაც ნახავთ და დატკბებით.
ცხოვრებაში როგორც ყვოველ ლამაზს — ამ მშვენიერების ქონგურებს სხვა დროს ომის თუ მშვიდობიანობისას ადამიანების და დრის მსახვრალი ხელი არ დაკლებია.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მე -14 საუკუნეში მაღალი დონის არისტოკრატი ვისკონტის ოჯახმა იმჟამად მილანის გარეუბანში თავდაცვითი ნაგებობება — ციხე-სიმაგრე ააგო. ის-ის იყო მტრებისგან დაცულად იგრძნო თავი, რომ საფრთხე სულ სხვა მხრიდან ეწვია: მილანში ვისკონტებმა გავლენები დაკარგეს და ამბროსიის რესპუბლიკა გამოცხადდა. მათ, როგორც წინამორბედების საკუთრება — ციხე-სიმაგრე საფუძვლიანად დააზიანეს. აღდგენა ვერა და ვერ მოხერხდა. მაშინ მილანის მოსახლეობამ ვისკონტების ოჯახის უკანასკნელი მმართველის სიძეს — სამხედრო მეთაურს ფრანჩესკო სფორცას მიმართა დახმარებისთვის. ფრანჩესკო სფორცამ ქალაქში წესრიგიც დაამყარა და მილანს ახალ ჰერცოგად მოევლინა.
და ვისკონტის მიერ აგებულმა და შემდეგ იავარქმნილმა ცეხე-სიმაგრემ ახალი სიცოცხლე შეიძინა. ჰერცოგი სფორცა დამარცხებული მმართველი დინასტიის სიმბოლოს აღორძინებასთან ერთად ქალაქის მისადგომების გამაგრებას ისახავდა მიზნად: ციხის კედლები ძველ საძირკველზე მაღალი მკაცრი ბარიერები დააშენებინა და გეომეტრიულად რეგულირებული ქვის მოედნით დაამშვენებინა.
ახალმა მფლობელმა ფუნქციურ ნაწილთან ერთად ესთეტიკაზეც იზრუნა. საგანგებოდ მიწვეულმა არქიტექტორებმა უზადოდ გააფორმეს ფასადები: Sforza Castle-ს ციხე-სიმაგრის კედლების კუთხეებში იმ დროს გაკეთებეული მომრგვალებულკედლებიანი კოშკები და შესანიშნავად შემონახული სხვა ხედები ვია დანტეს (დანტეს ქუჩის) მხრიდან ხელისგულივით ჩანს და იპყრობს თვალთახედვას.
მოგვიანებით სფორცას უფროსმა ვაჟმა ხელახლა დაიწყო სამშენებლო სამუშაოები და ციხის შენობა გააფართოვა…

ეს ლუდოვიკო სფორცაა, რომელიც შემდგომში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მხატვრის — ლეონარდო და ვინჩის მფარველი გახდა.

ციხე-სიმაგრე ზღაპრულ სასახლეს დაამსგავსა. დაამატა  90 თავლა ცხენისთვის. არ დაიშურა ძალები და ფინანსები, ყველაფერი ძვირადღირებული ავეჯით და ხელოვნების ნიმუშებით მორთო და განსაკუთრებული იერი მისცა. სასახლეში გაჩნდა მისაღებები და ოთახებს სპორტისთვის, სამეჯლისო დარბაზი. შემდეგ მისი საქმიანობა ღირსეულად განაგრძო მისმა ძმამ, რომლის ძალისხმევით  della Aste- ს აუქციონების დარბაზის გაფორმებაში ბევრი ცნობილი იტალიელი ხელოვანი მონაწილეობდა და ამშვენებდა ბრწყინვალე ფრესკებით. ლეონარდო და ვინჩის შემოქმედების რამდენიმე ფრაგმენტი ამჟამადაც კარგ მდგომარეობაშია დაცული.

ასე, რომ ციხე-სიმაგრეს დღემდე სწორედ ამ ოჯახის გვარის მიხედვით მოიხსენიებენ Castello Sforzesco. სფორცას ციხე-სიმაგრე და Piazza delle Armi (იარაღების მოედანი) — ციხის გარშემოც ვრცელდება.

მე -15 საუკუნის ბოლოს მსოფლიოს გადანაწილების მშფოთვარე დრო იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და საღვთო რომის იმპერიების ბრძოლებით აღინიშნა: მილანმა და მისმა შემოგარენმა რამდენიმეჯერ შეიცვალა მმართველი და მის კვალობაზე იცვლებოდა სფორცას ციხის მდგომარეობაც:

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სფორცას ციხე უცხო დამპყრობელთა ხელში იყო. მილანის მკვიდრთ წუთით არ შეუწყვეტიათ მისი დაცვა, შენობის სრულად გათავისუფლებას ხან ნებით, ხან ძალით მოითხოვნდნენ. მაგრამ, მაინც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ტანჯული ციხე-სიმაგრე სხვადასხვა არმიის ჯარისკაცების სააღლუმეს წარმოადგენდა.

საფრანგეთის მონარქი ლუი XII საკმაოდ დიდი ხნით დასახლდა მილანის ჰერცოგის პოსტზე. სფორცას ციხე სამხედრო გამაგრებად აქცა. შიდა დარბაზების ფუფუნება და მშვენიერება ჯარისკაცების ჩექმების სიმძიმის და სისასტკისგან  გაითელა და უკვალოდ გაქრა…

შემდეგ  იტალიაში საფრანგეთის მმართველობა ესპანურმა წესმა შეცვალა. უკვე იავარქმნილი ყოფილი უმდიდრესი და ულამაზესი ციხ-სიმაგრის კედლებში დაახლოებით ორი ათასი ჯარისკაცი განლაგდა. დამატებით გაჩნდა მათთვის  ჰოსპიტალი, სასადილოები, ტუალეტები და შესაბამისად სხვადასხვა აუცილებელი დგილები სრულიად უადგილო ადგილებზე მოეწყო და სამხედრო დანიშნულებისთვის გადაკეთდა… და ამ დროს თავად ლეონარდო და ვინჩის და სხვა ცნობილი მხატვრების მიერ ფრესკებით გაწყობილი დარბაზები… სათავსოების დანიშნულებით გამოიყენებოდა.

მე -18 საუკუნის გარიჟრაჟზე მილანში ესპანელთა მმართველობა  ავსტრიის მმართველობით შეიცვალა. სფორცას ციხისთვის არაფერი შეცვლილა: დიახ, კვლავ დიდ ყაზარმად დარჩა.

საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონმა 1796 წელს ავსტრიელების განდევნა და მილანი მთლიანად დაიპყრო. ამ ციხეში 4 ათასამდე ჯარისკაცის განთავსება მოიწადინა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა. ისინი მზად იყვნენ ბონოპარტის ამ სურვილს წინააღმდეგ გაელაშქარათ… ნაპოლეონმა გადაწყვიტა, დაეთმო… მისი ბრძანებით პარკში დაიდგა პარიზის „ტრიუმფალური თაღის“ ანალოგიური  მემორიალად ჩაფიქრებული „მშვიდობის თაღი“, რადგან საფრანგეთის იმპერატორი აპენინებში გამარჯვების შენარჩუნების შემთხვევაში მილანში საზეიმოდ შესვლას სწორედ აქიდან — მეთოთხმეტე კარიბჭით გეგმავდა…

მრავალი წელია არსებობს ლეგენდა, რომ მილანის „მშვიდობის“ და საფრანგეთის „ტრიუმფალური თაღები“ ერთსა და იმავე ღერძის გასწვრივ არის განლაგებული, რაც ღირსებას მატებს ძეგლს.

1799 წელს რუსეთის, ინგლისისა და ავსტრიის გაერთიანებული ჯარები სუვოროვის მეთაურობით მილანის ამ ციხის კედლებს მიუახლოვდნენ… შემდეგ რუსულმა ჯარებმა ალპების გავლით იქაურობა დატოვეს და მილანი ავსტრიის იმპერატორს შეატოვეს ხელში, თუმცა, არა დიდი ხნით.

სულ მალე ნაპოლეონ ბონაპარტმა დაპყრობილ ტერიტორიაზე ცისალპინის რესპუბლიკა გამოაცხადა და მის დედაქალაქად მილანზე შეაჩერა არჩევანი. მართალია, ოთხი ათასი ჯარისკაცი ვერ შეიყვანა, მაგრამ სფორცას მამულში ციხე-სიმაგრე კვლავ უმოწყალოდ  ითელებოდა და სამხედრო ყაზარმად გამოიყენებოდა. უძვირფასესი ფრესკები და ინტერიერის დეკორაციის სხვა ელემენტები თაბაშირისა და ქვითკირის სქელი ფენის ქვეშ მოექცა.

თუმცა, იმპერატორი იტალიელებთან დათმობაზე წავიდა და ციხე-სიმაგრეს  ესპანელების დროიდან დარჩენილი ჯებირები და სხვა სიმახინჯეები მოხსნა. მეტიც, ხეივნებისა და დიდი პარკის შექმნა და დამატებით კიდევ რამდენიმე კულტურული ღირებულების მქონე  შენობის მშენებლობა წამოიწყო… მოგვიანებით ნაპოლეონისა და მისი იმპერიის საბოლოო დაშლამ 1815 წელს ავსტრიელებს ხელ-ფეხი გაუხსნა. მაშინვე ისარგებლეს შემთხვევით და ლომბარდია და ვენეცია ​​დაიპყრეს და მილანის ციხეც ბუნებრივია, კვლავ სამხედროების ხელში აღმოჩნდა.

შემდეგი 50 წლის განმავლობაში იტალიელები ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ დამპყრობლებისთვის… ერთხელ მიაღწიეს წარმატებას 1848 წლის მარტში. თუმცა, მხოლოდ 5 დღის განმავლობაში ფლობდნენ მილანის მკვიდრნი საკუთარ ქალაქებს.

სფორცას ციხის ისტორიაში ყველაზე დრამატული მოვლენები მაინც 1859 წელს განვითარდა: ავსტრიის ჯარები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ იტალიის მიწები. ტანჯულმა, ყალყზე დამდგარმა მილანის მოსახლეობამ არ დაზოგა ავსტრიელთა სამხედრო განლაგების ადგილი და დარჩენილებს შიგ ციხეში უმოწყალოდ ცეცხლითა და მახვილით გაუსწორდა.

სწორედ ამ დროს ციხე საბოლოოდ გაიძარცვა და საფუძვლიანად დაზიანდა ძველი დიდებიდან თუ რამე იყო გადარჩენილი.

1861 წელს იტალიის მიწების გაერთიანების დაწყებამ  (Risorgimento) ციხე-სიმაგრეს სიმშვიდე მოუტანა.

მილანის ახალ მმართველებს მიეცათ საშუალება ცეხე-სიმაგრისთვის   არქიტექტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ და ქალაქის სიმბოლო გაეხადათ.

მოხდა ციხის რეკონსტრუქცია: სრულად აღდგა ყოფილი მშვენიერება.

ციხე-სიმაგრის კედლების კუთხეებში განლაგებული ჯაჭვების კოშკებიც კი, რამდენიმესაუკუნოვანი არსებობის შემდეგ პირველი ამოქმედდა. ციხის განახლება 1905 წლამდე გაგრძელდა, თუმცა მე -20 საუკუნის დასაწყისიდან დათვალიერება ნაწილობრივ უკვე შესაძლებელი იყო.

მას შემდეგ და დღემდე, სფორცას ციხე ქალაქ მილანისა და მისი მოსახლეობის საკუთრებაა. უკანასკნელი ნგრევა Sforza-ში 1943 წელს  მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა. დაზიანდა ციხის კედლები და  ეზო… ომის დასრულების შემდეგ, ციხის აღდგენა 1956 წლამდე გაგრძელდა და ამჟამად ასე გამოიყურება.

სფორცას ციხე-სიმაგრეში ბევრი მუზეუმია თავმოყრილი. აქვეა ხელოვნების გალერეა, მუზეუმი: ძველი Art, მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექცია. ეწყობა შუა საუკუნეების ხელოვნების გამოფენები.

PIETA — თანაგრძნობა — წმინდა პეტრეს ტაძარი
და რაც მთავარია, სფორცას კედლებში მდებარეობს ცნობილი ოსტატის მიქელანჯელოს

უკანასკნელი დაუმთავრებელი ქანდაკება — პიეტა რონდანინი.

ქეთევან ჩემია, მილანი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ