სხვადასხვა

«სუხიშვილები» უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე!

«დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოტავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: «სუხიშვილები» უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!»

«პოლიტიკაში გარევა? დიახ! კულტურა ყოველთვის დაკავშირებულია პოლიტიკასთან! ჩვენ მიგვაჩნია რომ რუსეთი ჩვენი მტერია! და ზოგადად რუსეთი ერთი დიდი ბოროტებაა! თუ თქვენ სხვანაირად თვლით, შეგიძლიათ თავად იცეკვოთ/იმღეროთ მოსკოვში. წარმატებებს გისურვებთ !»-წერენ სუხიშვილები თავიანთ «ფეისბუქზე».

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

აზერბაიჯანში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა

«მე შრეკი ვარ?»- ქუთაისის მერი (ვიდეო)

ოზურგეთში სოფელ მშვიდობაურში ხანძარია

დატოვე კომენტარი