სხვადასხვა

სუს-ში ხელისუფლების დამხობის მიზნით გამოძიების ფარგლებში მოწმეების გამოკითხვები გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს ექვსი მოწმის გამოკითხვა იგეგმება. მოწმეები უწყებაში 14:00 საათიდან არიან დაბარებულები.

მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ძიება 2020 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

 დავით ოქიტაშვილი და საკრებულოს «ნაციონალური მოძრაობის» წევრი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ქობულეთში ბავშვებს სკოლაში საბჭოთა სიმბოლო — წითელი ყელსახვევები გაუკეთეს

ბუნებრივი აირი 12 222 აბონენტს არ მიეწოდება-რას აცხადებს «თბილისი ენერჯი»?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი