“კურიერის” ინფორმაციით შევარდნაძის ეპოქის კიდევ ერთი ცნობილი ფიგურა შენგელი ფიცხელაური, სუს-ის უფროსის მოადგილედ ინიშნება.
შენგელი უშიშროების სამსახურს 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა და მას დიდი წვლილი მიუძღვის “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებზე.
თავად შენგელი აღნიშნულ ფაქტს სატელეფონო საუბარში არც უარყოფს.
„არა ბატონო, მრჩეველი ვიყავი შს მინისტრის. ჯერ არ დავნიშნულვარ. იქნება არ ვინიშნები და წინასწარ ხომ არ დავიწყებ რაღაცეებზე საუბარს. როდესაც გადაწყდება დამირეკეთ და ყველაფერს გულწრფელად მოგახსენებთ,“-აცხადებს ფიცხელაური “კურიერთან” სატელეფონო საუბარში.
შენგელი ფიცხელაურს შევარდნაძის მთავრობის დროს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
Loading…
